ხშირად დასმული კითხვები

რა არის celeb.ge?

celeb.ge არის ვებ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს აქცს შესაძლებლობა საყვარელ სელებს შეუკვეთოს პერსონიზირებული ვიდეო. ვიდეო შეიძლება იყოს განკუთვნილი საკუთარი თავისათვის ან სხვისთვის. შესაძლებელია დაბადების დღის, ქორწინების ან ნებისმიერი სხვა ღირშესანიშნავი მოვლენის მილოცვა.

რა ღირს პერსონალიზირებული ვიდეოს შეძენა?

სხვადასხვა სელებისთვის შეკვეთის გაკეთებას სხვადასხვა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. კონკრეტული ღირებულება შეგიძლიათ იხილოთ სელების პერსონალურ გვერდზე. შეკვეთის განხორციელებასაც ამავე გვერდიდან შეძლებთ.

როგორ შევიძინო ვიდეო?

სისტემაში ჩართული ყველა სელების პროფილი სჩანს ჩვენს ვებ-გვერდზე. მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი და დააჭიროს მოთხოვნას. ამის შემდეგ სელებს აქვს 48 საათი რომ შეასრულოს თქვენი შეკვეთა. სელებს ასევე აქვე ს უფლება არ მიიღოს თქვენი შეკვეთა და გააუქმოს იგი. ასეთ შემთხვევაში შეკვეთის ღირებულების 100% ბარათზე დაგიბრუნდებათ.

რა დრო სჭირდება სელების მიერ ვიდეოს ჩაწერას?

სელებს აქვს 48 საათიანი ვადა რომ დაადასტუროს შეკვეთა და ჩაწეროს ვიდეო. განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევაში, თუ თქვენი შეკვეთა 48 საათში არ შესრულდა, შეკვეთა გაუქმდება და ბარათზე დაბლოკილი თანხა იმავე ბარათზე დაგიბრუნდებათ.

შემიძლია თუ არა ვიყო დარწმუნებული, რომ სელები დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას ვიდეოს ჩაწერის შესახებ?

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა მომხმარებელმა მიიღოს შესაბამისი ვიდეო, თუმცა სელებს აქვს უფლება, შეკვეთის შინაარსის და ადექვატურობიდან ან ადრესატიდან გამომდინარე, არ მიიღოს თქვენი შეკვეთა და გააუქმოს იგი. ასეთ შემთხვევაში, შეკვეთის ღირებულების 100% უკან დაგიბრუნდებათ ბარათის ანგარიშზე.

რა ხდება თუ 48 საათში ვიდეო ვერ მივიღე, მაგრამ თანხა არ დამბრუნებია.

ასეთი შემთხვევა მინიმუმამდეა ჩვენს მიერ დაყვანილი, თუმცა თუ ასე მოხდა, მოგვწერეთ - info@celeb.ge

როდის გადავიხდი ვიდეოს ღირებულებას?

შეკვეთის ღირებულება დაბლოკილი და შემდგომ მოხსნილი იქნება თქვენს საგადახდო ბარათზე მაშინათვე, როგორც კი მოხდება შეკვეთის განთავსება. თუ სელები უარს იტყვის თქვენი შეკვეთის შესრულებაზე ან თუ რაიმე მიზეზით თქვენი შეკვეთა არ შესრულდა, თანხის 100% უკან დაგიბრუნდებათ.

როგორ მივიღებ ვიდეოს?

სელების მიერ შეკვეთის შესრულების შემდგომ, გამოგეგზავნებათ ლინკი იმეილზე და ტელეფონის ნომერზე.

შემიძლია თუ არა ვიდეოს გადმოწერა და შენახვა?

რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ ვიდეო გამოიყენოთ არაკომერციული და პერსონალური მიზნებისთვის სამუდამოდ. გთხოვთ დამატებით გაეცნოთ ვებ გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს.

შემიძლია თუ არა შევცვალო მოთხოვნა, მას შემდეგ რაც მას გავაკეთებ?

არა. შეკვეთის განთავსების შემდგომ მისი შეცვლა ან გაუქმება შეუძლებელია.

რა ხდება თუ “სელების” მიერ ჩაწერილი ვიდეოთი უკმაყოფილო ვარ და და გაუქმება მინდა?

უკვე ჩაწერილი დაბრუნებას არ ექვემდებარება და გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

როგორ გავიგო, რომ ახალი სელები დაემატება celeb.ge-ს?

შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ ჩვენს ფბ-გვერდზე.

კიდევ რა უნდა ვიცოდე?

დამატებითი ინფორმაციისთვისმ გთხოვთ გადახედოთ ჩვენს "ვებ გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს" და "კონფიდენციალურობის პოლიტიკას".