ვებ-პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები
ამ გვერდზე მოცემულია ვებ-პლატფორმა Celeb.ge-ს (შემდგომში Celeb.ge) მოხმარების წესები და პირობები. ამ პირობებზე ღილაკის „ვეთანხმები“ მონიშვნით თქვენ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“, ეთანხმებით და ადასტურებთ რომ გაეცანით ქვემოთ მოცემულ პირობებს სრულად და პრეტენზიები აღნიშნულ პირობებთან მიმართებით არ გაგაჩნიათ. შესაბამისად, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვებ-პლატფორმის მოხმარების წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტება
ამ მოხმარების წესებსა და პირობებში წარმოდგენილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: Celeb.ge: ი/მ მიხეილ მაისურაძე (პ/ნ 01009015077) მფლობელობაში და მართვის ქვეშ მყოფი ვებ-პლატფორმა Celeb.ge. პროდუქცია - კონტენტი, რომლის მიღება შესაძლებელია მომხმარებლისთვის ვებ-პლატფორმის საშუალებით შემსრულებლისგან მაგ: ვიდეო რგოლები, აუდიო, ფოტო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ან სხვა, არსებული ან მომავალში გამოგონებული ფორმით მიმართვა (მათ შორის შემსრულებლის მილოცვა, მიმართვა ან სხვა).შემსრულებელი - ცნობადი პირი, (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ.) რომელიც Celeb.ge-ს საშუალებით იღებს მოთხოვნებს მომხმარებლისგან და ასრულებს ასეთ მოთხოვნებს Celeb.ge -სთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და წინამდებარე ვებ-გვერდის მოხმარების პირობების შესაბამისად. მოთხოვნა - Celeb.ge-ს საშუალებით განხორციელებული შეკვეთა, რომლის საფუძველზე შემსრულებელი ქმნის Celeb.ge -ზე შეთავაზებული პროდუქციიდან რომელიმეს.
1. ვებ-პლატფორმა Celeb.ge
ვებ-პლატფორმა Celeb.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს ვებ-პლატფორმაზე წარმოდგენილი შემსრულებლებისგან მოითხოვოს მომხმარებლის მიერ განსაზღვრული შინაარსის პროდუქციის დამზადება. ვებ-პლატფორმის საშუალებით შემსრულებლის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებაზე და მომხმარებლის მიერ ვებ-პლატფორმის გამოყენებაზე ვრცელდება ვებ-პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები.
2. ვებ-გვერდის მოხმარების წესები
2.1 წინამდებარე პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს რომ არის არანაკლებ 18 წლის. 2.2 Celeb.ge-ს ფუნქციებით სრულყოფილად სარგებლობისთვის შესაძლოა აუცილებელი იყოს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოწოდება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს უტყუარი ნამდვილი და სრული ინფორმაცია Celeb.ge-ს ფუნქციებით სარგებლობისთვის.2.3 მომხმარებელი ეთანხმება, რომ არ გამოიყენებს Celeb.ge-ს ფუნქციებს უკანონო ქმედების განხორციელების მიზნით, ასევე Celeb.ge-ს, შემსრულებლის ან მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.2.4 მოთხოვნის განხორციელებისას მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნაში სწორად და ამომწურავად მიუთითოს შეკვეთის დეტალები მოთხოვნის განხორციელების შემდეგ გადახდილი თანხა უკან აღარ ბრუნდება და მოთხოვნაში მითითებული ინფორმაცია ცვლილებას არ ექვემდებარება. 2.5 Celeb.ge უფლებამოსილია მომხმარებელს უარი გაუგზავნოს პროდუქციის დამზადების მოთხოვნაზე, თუ აღნიშნულით შესაძლოა ზიანი მიადგეს შემსრულებელს, მოთხოვნის შესრულება გამოიწვევს კანონმდებლობის დარღვევას და სხვა შემთხვევებში.2.6 მომხმარებელი იცნობს ვებ-პლატფორმის კონფიდენციალობის პოლიტიკას და პრეტენზიები არ გააჩნია. კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე celeb.ge.
3. ვებ-გვერდის მოხმარების პირობები
3.1 Celeb.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს Celeb.ge-ზე წარმოდგენილ შემსრულებელს/შემსრულებლებს შეუკვეთოს და მიიღოს Celeb.ge-ზე ხელმისაწვდომი პროდუქცია.3.2 მოხმარებელს პროდუქციის მოთხოვნის განთავსებისას შეუძლია მიუთითოს მოთხოვნის შინაარსი. პროდუქცია შეიძლება შეიქმნას როგორც მომხმარებლისთვის ისე სხვა ადრესატისთვის. არასრულწლოვანი ადრესატის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ადრესატის არასრულწლოვანების შესახებ.3.3 შემსრულებელი უფლებამოსილია მოთხოვნის შესრულებისას საკუთარი მიხედულებით განსაზღვროს პროდუქციის შინაარსი გარდა იმ შემთხვევისა თუკი მომხმარებლის მოთხოვნა ზუსტად განსაზღვრავს პროდუქციის შინაარს, თუმცა ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნა. 3.4 შემსრულებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.3.5 შემსრულებელი პროდუქციას მიაწვდის ან უარს იტყვის მოთხოვნის შესრულებაზე მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათის ვადაში. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნის განხორციელებიდან 48 საათის განმავლობაში შემსრულებელი არც უარს განაცხადებს ვიდეო-რგოლის დამზადებაზე და არც მზა პროდუქციას გაუგზავნის მომხმარებელს, ჩაითვლება, რომ შემსრულებელმა უარი თქვა ვიდეო-რგოლის დამზადებაზე.3.6 პროდუქციის მიწოდებად ჩაითვლება მომხმარებლისთვის მის მიერ მოთხოვნის განხორციელებისას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (მეილზე) ან/და ტელეფონის ნომერზე უნიკალური ლინკის გაგზავნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოტვირთვას და ნახვას. 3.7 celeb.ge უფლებამოსილია წაშალოს პროდუქცია celeb.ge-დან თუ მესამე პირები გამოთქვამენ პრეტენზიას განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, პროდუქცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე სხვა შემთხვევებში. 3.8 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის წაშლა ელექტრონულ მისამართზე info@celeb.ge გამოგზავნილი მეილის საშუალებით, რა შემთხვევაშიც celeb.ge 15 დღის ვადაში წაშლის შესაბამის პროდუქციას საიტიდან Celeb.ge. Celeb.ge პასუხს არ აგებს პროდუქციის წაშლაზე სხვა წყაროებიდან/ინფორმაციის მატარებლებიდან/ინტერნეტით ხელმისაწვდომი ვებ-გვერდებიდან
4. ინტელექტალური საკუთრება
4.1 მომხმარებელი იძენს პროდუქციის პირადი და არაკომერციული მიზენით გამოყენების უფლებას არა საკუთრების უფლებას თავად პროდუქციაზე. 4.2 მომხმარებელს ექნება პროდუქციის არსებულ და მომავალში შექმნილ სოციალურ ქსელებში, მედია პლატფორმებზე საჯაროდ გამოქვეყნების უფლება 4.3 მომხმარებელს არ აქვს უფლება გაასხვისოს celeb.ge-ზე შეძენილი პროდუქცია, გარდა არაკომერციული მიზნებისთვის ადრესატისთვის გადაცემისა. 4.4 პროდუქციაზე განსაკუთრებული უფლებები ეკუთვნის celeb.ge-ს ხოლო სხვა საავტორო უფლებები ეკუთვნის პროდუქციის დამამზადებელ შემსრულებელს.4.5 Celeb.ge უფლებამოსილია პროდუქცია გამოიყენოს სარეკლამო/მარკეტინგული მიზნებისთვის Celeb.ge-ს და Celeb.ge-ზე განთავსებული პროდუქციის რეკლამირების მიზნით.
5. პასუხისმგებლობა
5.1 celeb.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ პროდუქციაზე, მის შინაარსზე მასში გამოყენებულ მასალაზე, ნაწარმოებზე თუ სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე. პროდუქციაზე, ასევე პროდუქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე სრულად პასუხისმგებელია შემსრულებელი. 5.2 მომხმარებელი გარანტიას იძლევა რომ იგი არ განათავსებს ისეთ მოთხოვნას რომელიც შეიცავს მესამე პირების საიდუმლო, პერსონალურ, ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. მომხმარებლის მიერ ასეთი მოთხოვნის განთავსების შემთხვევაში მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანისთვის სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი. Celeb.ge არ აგებს პასუხს ამ მუხლის დარღვევით მომხმარებლისთვის ან შემსრულებლისთვის მიყენებული ზიანისთვის. 5.3 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში Celeb.ge უფლებამოსილია შეუჩეროს შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს Celeb.ge-ს ფუნქციებით სარგებლობის უფლება, ასევე წვდომა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ და შემსრულებლის/შემსრულებლების მიერ დამზადებულ პროდუქციაზე. 5.4 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში Celeb.ge უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს, პროდუქციის გამოყენების და გავრცელების ასევე საჯარო ჩვენების უფლება, Celeb.ge უფლებამოსილია წაშალოს მომხმარებლის მოთხოვნილი პროდუქცია საკუთარი გვერდიდან, ხოლო ვებ-პლატფორმის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის საფუძვლით Celeb.ge-ს შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წაშალოს ასეთი პროდუქციის ყველა რეპროდუქცია, ასლი, ასევე წაშალოს და უზრუნველყოს სხვა პირების მიერ ასეთი პროდუქციის წაშლა საკუთარი სოციალური გვერდებიდან ასევე, მედია პლატფორმებიდან და პირადი ფაილებიდან.5.5 მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს celeb.ge-ს წინამდებარე მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი.
6. პროდუქციის ღირებულება და გადახდის წესი
6.1 პროდუქტის ღირებულება მოცემულია შემსრულებლის გვერდზე მოთხოვნის განთავსებისას, და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.6.2 მოთხოვნის განთავსებისას თქვენ ეთანხმებით, რომ შესაბამისი თანხა დაიბლოკება ან/და მოიხსენება თქვენ მიერ მითითებული პლასტიკური ბარათიდან. შეძენილი მომსახურების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურებაში არსებულმა ხარვეზმა განაპირობა მომსახურების ჯეროვნად მიწოდება, მოთხოვნის შესრულებაზე უარის მიღებისას. პლასტიკური ბარათიდან მოხსნილი, დაბლოკილი ან/და დაუბრუნებულ თანხასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შესაბამის ბანკს. 6.3 ანგარიშსწორება ხორციელდება ქართულ ლარში. 6.4 მოთხოვნის განთავსებისას თქვენ აცნობიერებთ, რომ celeb.ge არ ფლობს საკუთარ გადახდის სისტემას და იყენებს მესამე მხარის გადახდის სისტემას, არ ინახავს და ამუშავებს მომხმარებლის საბანკო რეკვიზიტებს. 6.5 თქვენ უნდა მიაწოდოთ მესამე მხარის გადახდის სისტემას ანგარიშსწორების ბარათის სწორი მონაცემები. 6.6 საგადახდო ბარათის გამოყენება რეგულირდება გადახდის სისტემის წესების შესაბამისად. 6.7 celeb.ge-იტოვებს უფლებას გააუქმოს მომხმარებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ასევე თუ: 1. მომხმარებლის საგადახდო ბარათი უარყოფილია, 2. მომხმარებლის მიერ დარღვეულია წინამდებარე ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები.6.8 პროდუქციის ღირებულება წარმოადგენს celeb.ge-ს საფასო პოლიტიკის ნაწილს და celeb.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს პროდუქციის ღირებულება. 6.9 ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@celeb.ge
7. ცვლილებები და დამატებები
7.1 Celeb.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე. შეცვლილი წესები ძალაში შევა მათი ვებ-პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.
8. ფორს-მაჟორი
8.1 მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია გარემოებით, რომლის გათვალისწინება მხარეთათვის წინასწარ შეუძლებელი იყო და რომელმაც გავლენა მოახდინა ვალდებულების შესრულებაზე მაგ: კიბერ-შეტევა, ხანძარი, საომარი მოქმედება, საკანონმდებლო ცვლილებები, და სხვა. 8.2 თუ ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდება 1 თვეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილი არიან მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი საბუთის საფუძველზე მოითხოვონ ხელშეკრულების შეწყვეტა. 8.3 Celeb.ge უფლებამოსილია აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მომხმარებლებს აცნობოს ვებ-პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების საშუალებით.
9. დავების მოგვარება და გამოსაყენებელი სამართალი
9.1 საკითხები რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9.2 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, დავების ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.
10. დამატებითი პირობები
10.1 უფლების გადაცემა: celeb.ge-ს მმართველი კომპანია (ი/მ მიხეილ მაისურაძე) უფლებამოსილია ნებისმიერ დროს და მომხმარებლებთან შეთანხმების გარეშე გაყიდოს, გაასხვისოს ან დროებით მფლობელობაში გადასცეს მართვის უფლება, წილი და ა.შ. ასევე თავი გამოაცადოს ბანკროტად.10.2 მხარეები ცალსახად ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შორის შრომით, პარტნიორულ, ამხანაგობის ან სხვა მსგავს ურთიერთობებს.